აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

28 აგვისტო 2019, 12:14 1491 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად,  აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. ოთხ მრჩეველს - ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით თვენახევარში ეწურებათ.

რაც შეეხება გიგა ჩხარტიშვილს, ის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის 1 ნოემბერს აირჩია.  

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება.

შეგახსენებთ, მრჩეველთა საბჭოს მოქმედი შემადგენლობის პერიოდში ტელევიზიის დირექტორის კონკურსი მე 4  გამოცხადდა. შესაძლებელია დირექტორი, განახლებულმა ბორდმა აირჩიოს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი