ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

31 აგვისტო 2016, 00:00 2433 ნახვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს გოდერძი თევზაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და პროცესზე არ გამოცხადებულა. დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, რომელშიც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. დემურ სტურუას საქმეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება. შალვა ხუციშვილის განცხადებით, სისტემაში მომუშავე ნებისმიერი პირი გადაცდომაზე პასუხს აგებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი