ქობულეთში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა - ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს

24 აგვისტო 2019, 17:44 5016 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქობულეთში. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის დროს დაშავდა 2 ადამიანი. 4 ავტომობილი კი დაზიანდა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პაციენტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.  

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში