ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში, მარიამ ბოლქვაძემ ქალთა შორის მსოფლიოს 163-ე ჩოგანი, სამხრეთკორეელი ნა-ლაი ჰანი დაამარცხა.
მატჩის მოსაგებად 21 წლის ქართველ ჩოგბურთელს 2 საათი და 6 წუთი დასჭირდა. პირველი სეტი ჰანის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მარიამმა თამაშის თავის სასარგებლოდ შემობრუნება შეძლო და გადამწყვეტ, მესამე პარტიაში მოწინააღმდეგეს 7-5 სძლია.
მომდევნო შეხვედრას მარიამი ჩინეთის წარმომადგენელ, შილინ სიუისთან გამართავს.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი, სეზონის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.