საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ ითამაშა

17 ნოემბერი 2024, 11:52 304 ნახვა

საქართველოს უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.  B დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრა „ბათუმი-არენაზე“ გაიმართა. თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა - მთელი მატჩის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. მატჩში ანგარიში უკრაინამ გახსნა, ბურთი საკუთარ კარში საბა კვირკველიამ ჩაჭრა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ფრეს მიუხედავად „ჯვაროსნები“ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს ინარჩუნებენ.

ალბანეთისა და ჩეხეთის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ჩეხეთს აქვს 8 ქულა, საქართველოს და ალბანეთს 7-7. იმ შემთხვევაში, თუ 19 ნოემბერს საქართველოს სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს დაამარცხებს, პირველ ადგილს დაიკავებს. მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში