Google ჟესტურ ენას გაახმოვანებს

22 აგვისტო 2019, 21:37 3457 ნახვა

ჟესტური ენა აუდიო ვერსიად გარდაიქმნება Google-მა ახალი ალგორითმის პრეზენტაცია დღეს გამართა. კომპანია იმედოვნებს, რომ ალგორითმზე დაფუძნებით დეველოპერები საკუთარ აპლიკაციებს შექმნიან, რომლებიც შეზღუდული მეტყველების მქონე ადამიანებს კომუნიკაციას გაუმარტივებს.

აქამდე პროგრამა მხოლოდ  პერსონალურ კომპიუტერთან იყო თავსებადი, ამჯერად კი ჟესტების ენის გახმოვანება უკვე მობილურითაც იქნება შესაძლებელი.

 

ექსპერტები, Google-ის ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა  მიიჩნევენ, რომ სმენადაქვეითებულთათვის პროგრამას ტექსტის ან აუდიოს ჟესტების ენაზე გადათარგმნის ფუნქციაც უნდა დაემატოს. 

პროგრამის შექმნის და ალგორითმის წარდგენის მიზანი საზოგადოებაში ჟესტური ენის გავრცელებაა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი