რეაბილიტირებული "რვაფეხა" დღეს ოფიციალურად გაიხსნება

21 აგვისტო 2019, 12:10 5901 ნახვა

ბათუმში ''რვაფეხას'' რეაბილიტაცია  დასრულდა. რეაბილიტირებული ობიექტი დღეს  საღამოს ოფიციალურად გაიხსნება.

რესტავრატორებმა აღადგინეს გამქრალი და დაზიანებული ფიგურები, კონსტრუქციაზე ასეთი დაახლოებით  ზღვის 10 ბინადრის მინიატურა იყო.

ობიექტი  თავიდან შეიფუთა მოზაიკით.

კაფე "ფანტაზიის" დანგრევის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა, მის გადასარჩენად, ბათუმელების ნაწილი და საზოგადოება  "ბათომი" აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გადაწყდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა "ქართუმ" დაააფინანსა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი