ვაჟა ცისკარიძის დასახმარებლად რიგით მეორე საქველმოქმედო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. საქველმოქმედო საღამო სახელწოდებით "მეგობრები მეგობრისთვის" თამუნა მიქელაძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და სხვა ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, ვაჟა ცისკარიძეს საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.