ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არასამთავრობო სექტორში გვეუბნებიან, რომ საქართველოს ამომრჩეველთა შორის ყველაზე პასიური ახალგაზრდა თაობაა. მესამე სექტორი წლების პრაქტიკასა და კვლევებს ეყრდნობა. სოციოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ქართველი ამომრჩევლის სინდრომი არ არის და იგივე სურათია ევროპაშიც. მაგალითად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გამოკითხვას ასახელებენ, რაშიც მნიშვნელოვანწილად უფროსი თაობა მონაწილეობდა. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ახალგაზრდების პასიურობას განაპირობებს, სპეციალისტები აზრით, პოლიტიკოსების საარჩევნო პროგრამები და სამოქმედო გეგმებია, რომლებიც მეტად პენსიონერებზეა ორიენტირებული.