გუგუტიანთკარში ონლაინმედიის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ - გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს.
უწყებების ინფორმაციით, უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გადაღებას მხოლოდ ტელევიზია და საერთაშორისო მედია შეძლებს. უეყრბრბი მიზეზად უსაფრთხოების ზომებს დაცვას ასახელებენ. მათივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ტერიტორიაზე ყველა შევა, უსაფრთხოების კონტროლი გართულდება.
სუს-ისა და შსს-ს ამ გადაწყვეტილების გამო ონლაინმედია დიპლომატების გუგუტიანთკარში ვიზიტის გაშუქებას ვერ შეძლებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან დღეს, 12:00-ისთვის ჩავლენ.
ინფორმაციას On.ge ავრცელებს.