მარნეული ნატურალურ პროდუქტს მოიხმარს და საკითხზე მოკვლევა თავადაც დავიწყეთ -. მარნეულის ქარხნის დირექცია

15 აგვისტო 2019, 19:22 3145 ნახვა

მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი პაატა ნარიმანიძე მომხმარებელი  "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მათ მიერ ნაწარმოებ ტრადიციულ წითელ ტყემალში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა - https://www.bm.ge ავრცელებს.

"ახლახანს გავიგე მეც ეს ყველაფერი და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ყველაფერი არის ქართული, ნატურალური და სუფთა. ვიკვლევთ, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ის, რაც აღმოჩნდა. ვერანაირ პასუხს ამ ეტაპზე, ვეთანხმებით თუ არა კვლევის შედეგებს, ვერ გაგცემთ. კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ხვალ გვეცოდინება", - განაცხადა bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა პაატა ნარიმანიძემ.

საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

კვლევის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები შემოწმდა. ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გადაიგზავნა.

პროდუქტები, რომელშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა: 
ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა"; 
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა; 
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი; 
ეს აჯიკა, შპს "ეს"; 
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo; მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში