ია კიწმარშვილი „რუსთავი 2“ -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. იგი სასამართლოს მიმართავს, რომ , უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა რადგან როგორც თავად ამბობს აიცილონ თაღლითობის მცდელობის ფაქტი.
კიწმარიშვილი აცხადებს, რომ კომპანია „პანორამას“ კუთვნილი წილების გასხვისება სხვა პირებზე იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ არ დასრულდება დავა მასსა და პანორამას შორის ტელეკომპანიის 30%-იანი წილის მისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით.