იაპონიაში ერთი კვირაში ძლიერი სიცხის გამო, 23 ადამიანი დაიღუპა, 12 751 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს (kyodonews).
მაღალი ტემპერატურის გამო, ყველაზე მეტი დაშავებული ტოკიოშია. იაპონიის დედაქალაქიდან 1,465 მოქალაქე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
იაპონიის მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა 5 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით ფიქსირდებოდა, ქვეყანაში ტემპერატურა 39 გრადუს გადააჭარბა.
მეტეოროლოგების ცნობით, იაპონიაში ძლიერი სიცხე კიდევ სულ ცოტა ორი კვირა იქნება და ამიტომ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.