თაფლის ფესტივალი დღეს გაიხსნება

10 აგვისტო 2019, 12:07 1172 ნახვა

რამდენიმე საათში  ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე  ტერიტორიაზე , რიგით მეხუთე „თაფლის ფესტივალი“ გაიხსნება. მასში 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.  თაფლის ფესტივალი 4 საათზე დაიწყება და  საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი   დილის 12 საათიდან  საღამოს 7 საათამდე.ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება  ჯარას თაფლი;

სტუმრებს 2 დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში არსებული უნიკალური მცენარეებისაგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა  მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება   მასტერკლასები, გასართობი ღონისძიებები და შოუპროგრამები ბავშვებისათვის.

თაფლის ფესტივალი ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი