"გადადგეს საქართველოს მთავრობა, რუსეთი ოკუპანტია"- ერთი კაცის აქცია დრამატულ თეატრთან 

08 აგვისტო 2019, 17:31 2201 ნახვა

"გადადგეს საქართველოს მთავრობა", "რუსეთი ოკუპანტია", "დავით გარეჯი საქართველოა", "შემცირდეს საჯარო მოხელეთა რიცხვი"-ამ მოთხოვნებით ბათუმის დრამატულ  თეატრთან ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ -თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.

უჩა  ოქროპირიძე  მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, 20 ივნისს  მთავრობამ ხალხს პროვოკაცია მოუწყო და შემდეგ ამისთვის  მოქალაქეები დასაჯა.

ოქროპირიძე თბილისში მიმდინარე აქციას უერთდება და ამბობს , რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებში დამნაშავე საქართველოს მთავრობაა. უჩა ოქროპირიძის პროტესტის მიზეზი  მისი თქმით არის ისიც, რომ მთავრობა ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს  სხვადასხვა მიმართულებით. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში