საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.
ისინი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ.
ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.
ქვედანაყოფი როტაციის წესით მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა.