ბათუმში, ევროპის მოედანზე პატრიოტთა ალიანსის აქცია მიმდინარეობს.
„უნდა დაიწყოს პირადიპირი დიალოგი, სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან“, „ჩვენ გვინდა მშვიდობა“, „გასამართლდეს ბოკერია-სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი“, ამ და სხვა ლოზუნგების ირგვლივ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები და მათი მხარდამჭერები გაერთიანდნენ. პარტიის ლიდერები ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.
''პატრიტთა ალიანსი'' სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ბათუმში, ევროპის მოედანზე პარტიის ლიდერები თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი იმყოფებიან.