ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი ტარდება.
ყველა მოქალაქეს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა შეუძლია. მოქალაქეებმა თან პირადობის მოწმობა უნდა იქონიონ. ჰეპატიტების მსოფლიო დღის კამპანია ამ მიმართულებით პოლიტიკის დახვეწასა და მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.