ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

27 აგვისტო 2016, 00:00 3828 ნახვა

ბათუმში რესტორან "სანაპიროს" მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში დაკარგულ 27 წლის მამაკაცს ეძებენ. სამაშველო ოპერაცია გვიან ღამით ძლიერი ღელვისა და ქარის გამო შეწყდა და დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ნათესავების თქმით, დაკარგული ოჯახის წევრებთან ერთად ზღვაში ბანაობდა, რა დროსაც უეცრად გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა ცურვა არ იცოდა.

ამავე კატეგორიაში