დღეს ღამით საქართველოს ტერიტორიას გრილი და ნოტიო ჰაერის მასები დატოვებს. შესაბამისად, ხვალიდან
27 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და მომდევნო კვირა მზიანი იქნება.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება 28-29-30 ივლისს - სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, +35 გრადუსი იქნება.
ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ხვალიდან შტორმული მდგომარეობაც მოიხსნება.