გამოწვევები და მიღწევები ტურიზმის სექტორში, კონფერენციაზე შეაჯამეს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
პრობლემები მცირე და საშუალო მეწარმეებისგან მოისმინეს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება აქტიურად მუშაობს რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითრებისთვის, იქმნება ახალი ტურისტული პროდუქტები და მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ევროპის ქვეყნებში.