არღვევს თუ არა გამოხატვის უფლებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სივრცეებში, სპონტანური აქციების დროს ბანერების გამოფენა - ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჩაქვში, ხიდიდან პლაკატის გადმოფენის ავტორები 7-ჯერ დააჯარიმეს.
ქობულეთის ზედამხედველობის სამსახური კანონს იშველიებს, აქციის ორგანიზატორები კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას - რა წერია ახალ გადაწყვეტილებაში, ვის ეხება აკრძალვა, სად დაიშვება პლაკატების განთავსება და რა რჩება სამსჯელო? თეონა ხარაბაძე მოგვიყვება.