აჭარა C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებულ სკრინინგ პროგრამებს შეურთდა

23 ივლისი 2019, 18:06 1710 ნახვა

აჭარა C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებულ სკრინინგ პროგრამებს შეურთდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სკრინინგით ადამიანს საშუალება ეძლევა მიმართვის შემთხვევაში მარტივად ჩაიტაროს ტესტი ცე ჰეპატიტისა და აივ-შიდსის შემთხვევაში. 

''„C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება საქართველოს 7 რეგიონში გახდა შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობას სკრინინგის ჩატარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

ეს არის ინოვაციური  მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის ექიმის, სოფლის ექიმის და ექთნის მიერ პირველადი ჯანდაცვის ქსელში სამივე დაავადების  C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის აქტიურ გამოვლენას.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ელიმინაციის მიზნების მისაღწევად, სამინისტრომ ახალი სტრატეგია აამოქმედა, რაც ითვალისწინებს C ჰეპატიტის გამოვლენის გააქტიურებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში სკრინინგის გზით.” – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი 2018 წელს დაიწყო და ძალიან აქტიურად მოხდა დაავადებების გამოვლენა, ამ პროგრამით ცე-ჰეპატიტზე შემოწმება რეგიონებში ოჯახის ექიმთან ვიზიტით არის შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი, მკურნალობა დაასრულა 54 ათასმა ადამიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში