ხელვაჩაურში დღეს რეპრესირებულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალი აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში 150 დახვრეტილი ადამიანის ცხედრების აღმოჩენის შემდეგ აიგო.
ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე, რეგიონის ხელისუფლებას სალიბაურში არსებული კიდევ ერთი რეპრესირებულთა სამარხის გახსნას და შესწავლას სთხოვს.