სასამართლომ პინგპონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა - ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 14:08 1958 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ ''რუსთავი 2''-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. 

''საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ''რუსთავი 2''-ის წილებზე ყადაღის დადებაზე. იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით. თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებისთვის უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ამისთვის 10 დღიანი ვადა გვქონდა. სასამართლომ პინგპონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო ეს უკან რომ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება,'' - თქვა ორქუაშვილმა. 

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ორი არჩევანი აქვთ, შეიტანონ სარჩელი თუ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. მისი თქმით, ამ საკითხზე იურისტებთან ერთად იმსჯელებს. 

''ფაქტია, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია. ჩვენ განცხადება შეტანილი გვქონდა ზუსტად იმაზე ტექსტით, წერტილი და მძიმეც არ აკლდა, რაც ხალვაშმა შეიტანა, როდესაც რუსთავი ორის წილები დააყადაღა. ასე, რომ ფაქტი სახეზეა, ათი დღის წინ დანიშნული მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აბსოლუტურად შერჩევითია'' - თქვა ბრიფინგზე ოქრუაშვილმა. 

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, წლების წინ ქიბარ ხალვაშთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო.

ადვოკატი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები გაყალბებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი