"მე "რუსთავი 2"-დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს.
თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში"-წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე "რუთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია.
გვარამია ამბობს, რომ მან გაიმარჯვა, თუმცა დამარცხდა თავად არხი, რადგან ის გახდა რუსული.
მე "რუსთავი 2"-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა თავად "რუსთავი 2". დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდმა ევროპელმა მოსამართლემ- აცხადებს ნიკა გვარამია.
გვარამია ამბობს, რომ მან მისი ფუნქცია შეასრულა და "რუსთავი 2" გახადა სახელმწიფო-სახელმწიფოში.
მე "რუსთავი 2"- დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე.
მე "რუსთავი 2"-დან გავედი გამარჯვებული.ის გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი "რუსთავი 2" გახდა.
მისივე განმარტებით ამ გადაწყვეტილებით საქართველო და თავიდან მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი.
|მე "რუსთავი 2"-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა "რუსთავი 2", ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში. მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო. ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს."