ავარიის დროს დაშავებული 51 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

19 ივლისი 2019, 23:14 5042 ნახვა

ავარიის დროს დაშავებული 51 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსით მოძრაობდა, რა დროსა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

პაციენტი მედცენტრში გადაიყვანეს და უახლოეს პერიოდში ოპერაცია ჩაუტარდება. 

​ამავე კლინიკაში კიდევ ერთი დაშავებული შეიყვანეს. კაცის მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება.

ემერჯენსის ექიმის ინფორმაციით, 51 წლის ქალს აღენიშნება მუცლის ღრუში ტრავმული დაზიანება, ფილტვის დაჟეჟილობა და მარცხენა ლავიწის მოტეხილობა.

ავარიის ადგილიდან კიდევ ორი მგზავრი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, მათ სხეულის დაზიანება აღენიშნებათ. კვლევები უტარდებათ. მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოხდა. მიკროავტობუსი გადაბრუნდა და 4 მგზავრი დაშავდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი