ტელეკომპანიის ახალი მფლობელი „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტებს ხვდება

19 ივლისი 2019, 21:29 1535 ნახვა

„ქართული ოცნების“ ღია ქასთინგი საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე და შერჩეული ორი კადრი - ამაზე კურიერის გუნდი საუბრობს -გუნდი რომელიც ქმნის და არ ცვლის აღებულ კურსს. ფიქრობენ, რომ სწორედ ამ კურსის შესაცვლელად იგეგმება ტელევიზიაში ახალი ხელმძღვანელის მოყვანა, თუმცა ვინ იქნება ეს ჯერ არ აკონკრეტებენ.

ამის პარალელურად ახალი დირექტორი ირწმუნება, რომ არ აპირებს საკადრო ცვლილებებს, ამასთან არ პასუხობს მნიშვნელოვან შეკითხვას - მოსწონს თუ არა ის რასაც ახლა „რუსთავი 2“-ი აკეთებს და შეექმნება თუ არა დისკომფორტი, თუ კურიერი გააგრძელებს მმართველი გუნდის კრიტიკას - პაატა სალია დილიდან ტელევიზიაშია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი