ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს

19 ივლისი 2019, 11:20 1130 ნახვა

ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს.  კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე  სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 3,6 მილიონ ევროს შეადგენს.

ბათუმში ასევე მიმდინარეობს კიდევ ორი კოლექტორის რეაბილიტაცია,   სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 2 მილიონ 791 ათას 27 ევროს შეადგენს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი