ერაყის ქურთისტანში თურქ დიპლომატებს ცეცხლი გაუხსნეს

17 ივლისი 2019, 21:00 1380 ნახვა

ერაყის ქურთისტანში  თურქი დიპლომატების წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დიპლომატებს ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ერბილის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ  რესტორანში, როცა ისინი სადილობდნენ. ერაყის ქურთისტანში თურქეთის  გენერალური კონსულის მოადგილე  ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

მოკლულია საკონსულოს კიდევ ერთი თანამშრომელი.  იგი ერაყის მოქალაქეა. რესტორანში სროლის შედეგად დაჭრილია  ერთი დიპლომატი, ასევე ერაყის მოქალაქე.  პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს. ცნობისთვის, ერბილში თურქ დიპლომატებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში