ერთი ახალგაზრდა მოკლეს და ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს ქობულეთში

26 აგვისტო 2016, 00:00 3184 ნახვა
ერთი ახალგაზრდა მოკლეს და ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს ქობულეთში. ამ დროისთვის დაჭრილების მდგომარეობა მორიგე ექიმის განმარტებით სტაბილურია.ოთხი დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავაფმყოფოში ცხრა საათსა და ოც წუთზე მიიყვანეს.სამი მათგანი პირველადი დახმარების გაწევის შემდგობ ბინაზე გაეწერა.ერთ მათგანს შედარებით მძიმე ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული რის გამოც მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს.დაჭრილები 20 დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.დაჭრილებს შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, რომელიც სავარაუდოდ დაპირისპირების დროს გაშველების მიზნით ჩაერია.ექიმის თქმით მას მკლავის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული.რაც შეეხება გარდაცვლილს სასწრაფო დახმარების სამსახურს იგი გარდაცვლილი დახვდა.ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადაყვანილი.საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი