''შეიძლება ამის შემდეგ, არხის საქმიანობაში ჩარევის მეტი მცდელობა ვიხილოთ'' - ჟურნალისტების შეფასებები

17 ივლისი 2019, 18:06 1391 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფას მედია ექსპერტები ეხმაურებიან.

აღნიშნავენ, რომ უმრავლესობის ლიდერის მიერ ჟურნალისტთან ასეთი ფორმით ლაპარაკი, შესაძლოა სამაგალითო გახდეს  სახელისუფლებო წრეებისთვის და ამგვარად ჩამოყალიბდეს ჟურნალისტებთან ურთიერთობის მიუღებელი სტანდარტი.  მათი თქმით,  თავისუფალი მედია და კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და მისი ჟურნალისტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება შესაძლოა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის საწინააღმდეგო, რაც დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყანაში მიუღებელია.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი