შეიძლება ამის შემდეგ, არხის საქმიანობაში ჩარევის კიდევ მეტი მცდელობა ვიხილოთ - ეთერ თურაძე

17 ივლისი 2019, 15:02 1968 ნახვა

​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ​სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი გამოეხმაურა.

ეთერ თურაძე არ გამორიცხავს, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კრიტიკული მედიის მიმართ მთავრობის წარმომადგენლებისთვის მაგალითის მიმცემი გახდეს, ჟურნალისტების მისამართით მსგავსი მიმართვები კი „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისგანაც წამოვიდეს.

გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი იხსენებს, რომ არჩევნების წინა პერიოდში, მედიის მიმართ მსგავსი განწყობა სხვა დროსაც ყოფილა.

''კრიტიკულად დასმული კითხვა ბევრისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ არა უშავს ჩვენ ძალიან დიდხანს, ბევრი წლის განმავლობაში გვიწევდა ასეთ პირობებში მუშაობა და როგორმე ამასაც გავუძლებთ. 

შეიძლება ამ განცხადების შემდეგ, კიდევ მეტი ჩარევის მცდელობა ვიხილოთ არხის მიმართ. ზოგადად ველოდები, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო რადიკალური გახდება'' - განაცხადა გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელმა. 

ეთერ თურაძისთვის მიუღებელია აჭარის ტელევიზიის ''რუსთავი 2-თან'' გაიგივება იმ ფონზე, როდესაც მაუწყებლის დირექტორი იმპიჩმენტით გადააყენეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში