პარლამენტთან მოშიმშილე ორი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა და ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ შიმშილობა შეწყვიტე. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან 24-ე დღეა გრძელდება. „სირცხვილია“ - ამ ლოზუნგით შეკრებილები განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.