„გავრილოვის ღამის“ გამო გადადებული   ღონისძიებები -მეზღვაურთა დღე ბათუმში 

13 ივლისი 2019, 21:40 1862 ნახვა

მეზღვაურთა და საზღვაო სასწავლებლების სტუდენტთა მსვლელობა ნავსადგურამდე. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის    სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვეს. წელს უკვე მესამედ, ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გაიცა.

საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს, რითაც ტრადიციულად პატივი დაღუპულ მეზღვაურებს მიაგეს. ნავმისადგომთან „მეზღვაურთა სკვერი გაიხსნა“ სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე, ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე  25 ივნისს   აღინიშნება.  კვირეული ბათუმში 21-25 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „გავრილოვის ღამის“ გამო ღონისძიებების თარიღი  შეიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში