ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისაგან საჩუქრად “წიგნის სკივრი” გადაეცა. რომელიც გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში დამონტაჟდა, მასში პერიოდულად სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა მოიყრის თავს და მსურველებს საშუალებას მისცემს დასვენებასთან ერთად საინტერესო ლიტერატურას გაეცნონ. სექტემბრის მეორე ნახევარში კი ეროვნული ბიბლიოთეკა ბოტანიკურ ბაღთან მემორანდუმს გააფორმებს და 200-მდე წიგნს გადასცემს.