„საბურთალო“ „შერიფს“ ხვალ ტირასპოლში შეხვდება - სპორტის სიახლეები

09 ივლისი 2019, 18:55 1497 ნახვა

• საქართველოს  ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები უნგრეთში მიმდინარე ინტერსპორტის მსოფლიო ფესტივალის ფინალშია. გოგონებმა ნახევარფინალში ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იტალიის გუნდი დაამარცხა და ფინალის საგზურიც გაინაღდა, მანამდე კი ჩვენმა ნაკრებმა დანიის და ისლანდიის ნაკრებებს სძლია.დღეს თბილისის დროით 19  საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მასპინძელ უნგრეთს შეხვდება. ცნობისთვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბათუმელი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული.

• დღეს ბათუმში,  კრივში საერთაშოროსო ტურნირი  „ბათუმის თასი“ გაიხსნა. შეჯიბრებაში სომხეთის, აზრბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ყაზახეთის და საქართველოს ახალგაზრდული ჭაბუკთა ნაკრებები ასპარეზობს. ჯამში 80-მდე მონაწილეა. საქართველოდან 25 აჭარიდან კი 11 სპორტსმენი მონაიწლეობს.საერთაშორისო ტურნირი  „ბათუმის თასი“ სამ დღეს გაგრძელდება. შეჯიბრების ორგანიზატორი აჭარის და საქართველოს კრივის ფედერაციებია.

• საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის ჩემპიონს, „შერიფს“ ხვალ ტირასპოლში შეხვდება. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა  მოლდოვაში გამგზავრებამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა. „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტირებისას თქვა რომ  შერიფთან“ ტრავმების გამო, ინტერს გი და ელვინ ტერა ვერ დაგვეხმარებიან. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ყველა მწყობრშია და შეხვედრისთვის ემზადება. „საბურთალო“ მოლდოვაში ტირასპოლის „შერიფს“ 10 ივლისს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო განმეორებით მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16 ივლისს, 21:30 წუთზე უმასპინძლებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი