ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

09 ივლისი 2019, 12:00 1248 ნახვა

11-12 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ გაიმართება. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვა.

 ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე გაფორმდება ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში