„სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
აქ აღნიშნავენ, რომ “რუსთავი 2” ის ეთერით გასულ მონოლოგს, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას. წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.