გიორგი ბარამიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

06 ივლისი 2019, 21:30 1246 ნახვა

სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გიორგი ბარამიძის დაკითხვა დასრულდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. მისი განცხადებით, ისაუბრა როგორ განვითარდა მოვლენები, რატომ შეიკრიბა ხალხი, რომელიც აღშფოთებული იყო  და რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.

გიორგი ბარამიძის განმარტებით, აქციაზე მყოფი ახალგაზრდებიდან, გარკვეული ჯგუფი შეხლა-შემოხლის პროვოცირებას ახდენდა. გამოკითხვაზე დასწრება მის თანაგუნდელებს და მხარდამჭერებსაც სურდათ, თუმცა პროკურორმა მოითხოვა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხდომა დაეტოვებინათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში