აქციაა შეკვეთილშიც. ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებილები, სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციებს და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
აქციას დღეს აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. ბიძინა ივანიშვილის სახლთან 3 ადამიანი შიმშილობს.