აჭარა ტუბერკულოზის გავრცელებით ლიდერია. რეგიონში პროგრამა „აჭარა - ნულოვანი ტუბერკულოზით“ ამოქმედდა.
მოქალაქეებისთვის გამოკვლევები უფასოა. თემაზე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“-სა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სემინარი ჩატარდა.