შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამხედროები დაშავდნენ

02 ივლისი 2019, 18:19 8221 ნახვა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამხედროები დაშავდნენ. ისინი ქობულეთისა და ფოთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო. 

ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ.

''ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში  გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 3 მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება'' - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევა, გუშინ, 1 ივლისს მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი