გომარდულში მცხოვრებ მარტოხელა ციალა ცენტერაძეს სოციალური დახმარება თითქმის ერთი წელია რაც მოუხსნეს, მიზეზი მისთვის უცნობია.
ასევე უცნობია, როდის დაუბრუნდება სახელმწიფო შემწეობა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ის დიდი ხანია უკვე მეზობლების იმედად არის დარჩენილი. როგორ აპირებს ადგილობრივ თვითმმართველობა ციალა ცენტერაძის დახმარებას.