საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ, ხულოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ ინტელექტის“ წარმომადგენლებმა მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გრძელვადიან პერსპექტივებზე ისაუბრეს. პროგრამის პრეზენტაციაზე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია, ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის მომსახურებასა და სოციალურ პროექტებზე მიიღეს.