გოგონა ყურსასმენებით - მაკო გომური საავადმყოფოდან გაწერეს

24 ივნისი 2019, 18:03 13008 ნახვა

მაკო გომური, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, დღის ბოლოს საავადმყოფოდან გაწერეს. გომურს „ნიუ ჰოსპიტალში“ ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. გოგონამ ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თანატოლებს ბრძოლისაკენ მოუწოდა.

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებული 19 ადამიანი მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, მათ შორის ორი სამართალდამცველი და ერთი ჟურნალისტია. ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი რეგიონულ ჰოსპიტალში ინტენსიური დაკვირვების პალატაში მკურნალობენ და მართვით სუნთქვაზე არიან. მკურნალობას განაგრძობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თვალი დაუზიანდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი