სამედიცინო დაწესებულელებში 19 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციაში

24 ივნისი 2019, 16:22 2134 ნახვა

თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული მოქალაქეებიდან ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში 19 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. აქციის ორმა მონაწილემ კი თვალი დაკარგა.

პაციენტები სამ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადანაწილებული, ერთ-ერთი ნიუ ჰოსპიტალია. 

"თვალზე ოპერაციული ჩარევა ორ პაციენტს დასჭირდა. მათგან ერთს თვალი შევუნარჩუნოთ და ახლა ვიბრძვით მხედველობის შესანარჩნებლად. დღეს  დილიდან  ჰოსპიტალში აქციაზე დაშავებული 7 პაციენტი იმყოფებოდა, დღის განმავლობაში  ერთი პაციენტი გაეწერა, უახლოეს დღეებში  საავადმყოფოს სავარაუდოდ  კიდევ 3 პაციენტი დატოვებს, დანარჩენები კი კვირის ბოლოს გაეწერება"- ამბობს, ნიუ ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი  გიორგი კორძახია.

3 პაციენტი რჩება რეიონულ ჰოსპიტალში. "ერთ პაციენტს  ნეიროქირურგიულ-ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, შეუნარჩუნდა თვალი და აღდგა მხედველობის ნაწილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია და  ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.  ორი პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. ერთთან დინამიკა უმჯობესია გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მისი მართვითი სუნთქვის აპარატიდან ჩახსნის პროცესში ვართ. მეორე რჩება მართვით სუნთქვაზე, თუმცა 48 კრიტიკული საათის  განმავლობაში მდგომარეობის გაუარესება არ დაფიქსირებულა"-განაცხადა  რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.

დაშავებულები დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა. მისი თქმით სამედიცინო დაწესებულებებში სულ 19 პაციენტი რჩება, ამათგან 2 მართვის სუნთქვაზეა, თუმცა მათი  დინამიკა არის სტაბილური და გაუმჯობესებული.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ, აქციის დაშლის დროს  სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით 240 პირის, მათ შორის 80 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.  227-მა პაციენტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი