სპორტსმენები ანტისაოკუპაციო მაისურებით

23 ივნისი 2019, 20:00 1536 ნახვა

„ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.- ამ წარწერით გამოვიდნენ,  ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები, ეროვნული ლიგის მე-19 ტურში "ბოლნისის სიონთან" გამართულ მატჩზე.
 

საფეხბურთო კლუბი ბოლო დღეებში, საქართველოში  განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მატჩი, ქუთაისის "ტორპედოს" მოგებით 7:0 დასრულდა. "ტორპედოს" 33 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო "ბოლნისის სიონს" 22 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილს იკავებს.

იგივე ფორმით გააპროტესტა ოკუპაცია და ბოლო პერიოდის მოვლენები "თბილისის ლოკომოტივმა".რუსეთის დუმის დეპუტატი იგორ ლებედევი twitter-ზე ქართველი ფეხბურთელების მიერ საქართველოს ჩემპიონატზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოჩენას ეხმიანება. რუსი პოლიტიკოსი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში