რუსთაველზე საღამოს 7 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსდა

22 ივნისი 2019, 11:25 2283 ნახვა

პარლამენტთან აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში