,,არა რუსეთს“ ამ მოწოდებით ამ წუთებში სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იკრიბებიან

21 ივნისი 2019, 18:14 1657 ნახვა

,, არა რუსეთს“  ამ მოწოდებით ამ წუთებში სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იკრიბებიან . ახალგაზრდები გმობენ გუშინ განვითარებულ მოვლენებს და ამასთან  ითხოვენ ირაკლი  კობახიძე უნივერსიტეტიდანაც წავიდეს. 

ცნობისთვის პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში  ლექციებს კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო  სამართლის“ კურსს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში